კოვაჩი: ვიბრძოლებთ სრული 90 წუთის განმავლობაში
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ფრანკფურტის "აინტრახტთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს. გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბავარიელები" საკუთარ კედლებში ასპარეზობენ და როგორც ხორვატი სპეციალისტი აღნიშნავს, გააკეთებენ ყველაფერს რათა, მორიგი ჩემპიონობა იზეიმონ.
FCB: ლევანდოვსკი
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი გოლიადორი რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონზე საუბრობს. მისი განცხადებით, წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებულია, რადგან გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურამდე გაურკვევლად რჩება.
კოვაჩი: განსხვავებულ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, მოახლოებულ სათასო დაპირისპირებას გამოეხმაურა. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს რთული შეხვედრა ელის და იგი კარდინალურად განსხვავებული იქნება, შაბათს გამართული მატჩისგან. შეგახსენებთ, ბუნდესლიგის 30-ე ტურის ეგიდით "ბავარიამ" "ვერდერს" უმაპსინძლა და მეტოქე გუნდი მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1-0).
კოვაჩი : რთული ორთაბრძოლა გველის
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, დუსელდორფის "ფორტუნას" წინააღმდეგ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ხორვატი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მის გუნდს წინ საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ელის და წარმატების მოპოვებისათვის "ბავარიელებს" მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებთ
ანონსი :
გერმანიის ჩემპიონატის 28-ე ტურში, როდესაც ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" უპირისპირდებოდნენ (5-0), რობერტ ლევანდოვსკი რიგით მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგის მატჩებში 200 გატანილ გოლს მოუყარა თავი. აღნიშნული სტატისტიკის ფონზე, ძნელია დაიჯერო რომ გერმანიაში არის გუნდი, რომლის კარებიც პოლონელ მოიერიშეს ამ დრომდე არ დაულაშქრავს.
დევისი დაბრუნდა, რიბერის საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
დუსელდორფის "ფორტუნას" წინააღმდეგ მოახლოებულ დაპირისპირებაში, რომელიც კვირას თბილისის დროით17:30 საათზე გაიმართება, ნიკო კოვაჩს შეეძლება დამატებითი ძალების იმედი ჰქონდეს. ალფონსო დევისმა სარეაბილიტაციო კურსი წარმატებით გაიარა -"იგი კვლავ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, შესაბამისად მზადაც არის მინდორზე გასასვლელად."-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ხორვატმა სპეციალისტმა.
კოვაჩი: მაქსიმალური მობილიზება გვმართებს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებულ პაექრობას გამოეხმაურა. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, აღნიშნულ მატჩში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება დაცვაში მოქმედებას.
სამდღიანი დასვენების შემდეგ, "ბავარიელებმა" საფეხბურთო კლუბ "ფრაიბურგთან" მოახლოებული ორთაბრძოლისათვის, რომელიც შაბათ დღეს გაიმართება, მზადება დაიწყეს. სამშაბთს დილით ნიკო კოვაჩი ვარჯიშზე შეკრებილ 2 მეკარეს და 14 მინდვრის მოთამაშეს მიესალმა, მათგან 4 ფეხბურთელი კი ახალგაზრდული გუნდის ტალანტები იყვნენ.
TZ: ბეკენბაუერი ბაიერნს აფრთხილებს და კლუბის რეაქციას ელოდება
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა TZ რეკორდმაისტერის ლეგენდის ფრანც ბეკენბაუერის Sky Sport News HD-თან მიცემულ ინტერვიუზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ბაიერნის ლეგენდა კლუბს დორტმუნდის ბორუსიის შესახებ აფრთხილებს და ფიქრობს, რომ ბუნდესლიგის ტიტიულისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.
FCB: ბაიერნი სუპერმატჩის მოლოდინშია
დღეს საკმაოდ დაძაბული დღე იქნება! ენფილდზე მოპოვებული ფრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩისთვის რეკორდმაისტერმა ოდნავ შეაღო 1/4 ფინალის კარი. ალიანს არენაზე ბაიერნმა ბოლომდე უნდა გახსნას კარი და ზედიზედ მერვეჯერ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რაუნდში.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 23 წინ