ჯონათან ტა 9+3 მილიონ ევროს მიიღებს ბაიერნში

ჯონათან ტა შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში ვიხილოთ. Bayern & Germany-ი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტით გვატყობინებს, რომ რეკორდმაისტერის მესვეურები გერმანელ მცველს ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში კონკრეტულ ხელფასზე შეუთანხმდნენ.

Bild-ის ჟურნალისტის კრისტიან ფალკისა და ტობი ალტშაფლის ინფორმაციით, თუ ჯონათან ტა რეკორდმაისტერში გადმოვა ეს უკანასკნელი 9 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით და საბონუსე სისტემით დამატებით კიდევ 3 მილიონი ევრო ჩაერიცხება.

წყაროს ცნობით მხარეების შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი მცველი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

გაცნობებთ, რომ 28-წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჯონათან ტას მონაგარი კი 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.