მიუნხენის ბაიერნი ჯონათან ტას მოურიგდა
ჯონათან ტასთან მიუნხენის ბაიერნმა ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას SKY-ს ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით მიუნხენური გრანდის მესვეურები ლევერკუზენის ბაიერის მცველს ტრანსფერზე შეუთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერს ოფიციალურად ფარმაცევტებთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია.
ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ თავად გერმანელი ფეხბურთელი ლევერკუზენის დატოვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ფარმაცევტებს გუნდში ჯონათან ტას შენარჩუნება უნდათ. 28-წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივლისის ბოლომდე აქვს გაფორმებული ბაიერთან.
აწ უკვე ბუნდესლიგის გასულ სეზონში ჯონათანმა ლევერკუზენის ბაიერის მაისურით ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გერმანელი მცველის მონაგარი 4 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა.