კაზემირომ მიუნხენის ბაიერნს უარი უთხრა

კაზემირო მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში გადმოსულიყო. Trivela-ს ინფორმაციით 32-წლის ფეხბურთელმა გერმანულ გრანდს ტრანსფერზე უარი უთხრა.

წყაროს ინფორმაციით რეკორდმაისტერის წარმომადგენლები პირველად მანჩესტერ იუნაიტედისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების საყრდენ ნახევარმცველს ჯერ კიდევ 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაუკავშირდნენ.

32-წლის კაზემიროს მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან 2026 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt ბრაზილიელი საყრდენის სატრანსფერო ფასს კი 20 მილიონ ევროდ აფასებს.

Trivela-ს ინფორმაციით კაზემიროსგან მიღებული ნეგატიური პასუხის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი ფულემის ნახევარმცველზე ჟოაო პალინიაზე გადაერთო. გერმანელები პორტუგალიელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს იხდიან.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.