ბრუნუ ფერნანდეშით მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება

ბრუნუ ფერნანდეში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სავარაუდოდ მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას Manchester Evening News ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით მანკუნიანელებს ეჭვი ეპარებათ, რომ 29-წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ზაფხულში მანჩესტერში დარჩება. Manchester Evening News ცნობით ფერნანდეშით რეკორდმაისტერი და ინტერი არიან დაინტერესებულნი.

აქამდე პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი მზად იყო ბრუნუ ფერნანდეშისთვის ახალი ხელშეკრულება შეეთავაზებინა.

გაცნობებთ, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ფერნანდეშმა მანკუნიანელების მაისურით 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელის მონაგარი 15 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.

Transfermarkt-ის ინფორმაციით ბრუნუ ფერნანდეშის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.