კიმ მინ-ჯაემ შესაძლოა მიუნხენის ბაიერნი დატოვოს

კიმ მინ-ჯაე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა მიუნხენის ბაიერნს დაემშვიდობოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ის ჟურნალისტის ფლორიან პლატენბერგი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით თუ შესაფერისი შემოთავაზება იქნება სამხრეთ კორეელმა შეიძლება კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ზაფხულში შეიცვალოს. Sky Sport-ის ჟურნალისტის მტკიცებით 28-წლის მცველით ლონდონის ჩელსი, ნიუკასლი და ტურინის იუვენტუსია დაინტერესებული.

თავად ფეხბურთელს კარგად ესმის შექმნილი სიტუაცია, თუმცა ამ მომენტისთვის ბოლომდე ფოკუსირებულია ბუნდესლიგაზე.

28-წლის მცველს მოქმედი კონტრაქტი მიუნხენის ბაიერნთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. კიმ მინ-ჯაე რეკორდმაისტერს 2023 წელს ნაპოლიდან შემოუერთდა. ბავარიულმა გრანდმა სამხრეთ კორეელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა.

ცნობილი პორტალი transfermarkt კიმ მინ-ჯაეს მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 45 მილიონ ევროდ აფასებს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.