ბაიერნი ელის ბენ სეგირის კინგსლი კომანის შემცვლელად მოიაზრებს
ელის ბენ სეგირი, რომელიც ამ მომენტისთვის ფრანგული მონაკოს ღირსებას იცავს მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო რადარებზე მოხვდა. Bayern & Germany-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერი 20-წლის მაროკოელ შემტევს კინგსლი კომანის შემცვლელად მოიაზრებს.
აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერის გარდა ელის ბენ სეგირის ასპარეზობას ინგლისიდანაც აკვირდებიან, კონკრეტულად კი მანჩესტერ სიტი და ლივერპული.
20-წლის შემტევს მოქმედი ხელშეკრულება მონაკოსთან 2027 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით კი ელის ბენ სეგირის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.
Bayern & Germany-ს ინფორმაციით ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ზედმეტია, რადგან რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად ღირს ხსენებულ ფეხბურთელში 30 მილიონი ევროს გადახდა.
transfermarkt-ი კი წერს, რომ 20-წლის მაროკოელი შემტევის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობა ამ მომენტისთვის 56% შეადგენს.