The Sun: მიუნხენის "ბაიერნი" ადამ უორტონის ტრანსფერს ამზადებს

საფეხბურთო კლუბ „კრისტალ პალასის“ ცენტრალური ნახევარმცველი ადამ უორტონი შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.

როგორც ხსენებული წყარო იტყობინება 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერისათვის გერმანიის „რეკორდმაისტერი“ 60 მილიონ ფუნტ-სტერლინგს გამოჰყოფს. (დაახლოებით 69,6 მილიონი ევრო) ჟურნალისტების მტკიცებით მიუხენური კლუბი 18 თვეა რაც თვალ-ყურს ადევნებს ადამ უორტონის პროგრესს.

ახალგაზრდა ცენტრალურმა ნახევარმცველმა მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ყველა ტურნირზე 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გახდა ორი გატანილი გოლისა და ექვსი შედეგიანი გადაცემის ავტორი. ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდეა გათვალისწინებული.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.