ალფონსო დევისს ბაიერნი კიდევ ერთ შეთავაზებას გაუკეთებს
ალფონსო დევისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მიუნხენური კლუბის მესვეურები მოლაპარაკებებს განაგრძობენ, აღნიშნულ ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიუნხენის ბაიერნის წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კანადელთან. ბავარიელების შეთავაზება 13-14 მილიონ ევროს შეადგენდა წელიწადში, თუმცა ფლორიან პლეტენბერგის მტკიცებით ალფონსო დევისმა შეთავაზებაზე უარი თქვა.
რეკორდმაისტერი მზადაა კიდევ გაზარდოს წლიური ხელფასი და მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ემზადება, თუმცა აღსანიშნავია, რომ დევისის მიერ მოთხოვნილი 20 მილიონის გადახდას კლუბი არ აპირებს.
ალფონსო დევისი მიუნხენის ბაიერნის ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე კანადელმა ჯამში 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 23 წლის ფეხბურთელის მონაგარი 3 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.
რეკორდმაისტერთან მოქმედი კონტრაქტი ამ უკანასკნელს 2025 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.