ხავი სიმონსით მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება
ხავი სიმონსი, რომელიც ამ მომენტისთვის ფრანგული პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს შესაძლოა მიუნხენის ბაიერნის რიგებში გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით 21-წლის ნახევარმცველი მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო სამიზნეების სიაშია. Sky Sport წერს, რომ ხავი სიმონსს უმაღლეს შეფასებას რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი მაქს ებერლი აძლევს, რომელიც აღნიშნული ფეხბურთელის პარი სენ-ჟერმენიდან ლაიფციგში იჯარის წესით გადასვლაზე მუშაობდა.
Sky Sport-ის ინფორმაციით აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება. რეკორდმაისტერს პირველ რიგში შემადგენლობაში ადგილის განთავისუფლება მოუწევს.
ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 60-70 მილიონ ევროს შეადგენს. წყაროს ინფორმაციით ხავი სიმონსი მომავალი კლუბის საკითხის გადაწყვეტას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ისურვებდა.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 21-წლის სიმონსის მონაგარი 8 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.