ვენსან კომპანის ალფონსო დევისის გუნდში დარჩენა სურს
ვენსან კომპანიმ მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რათა რეკორდმაისტერის კანადელ ფეხბურთელთან, ალფონსო დევისთან, მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივონ.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონტრაქტი ალფონსო დევისს 2025 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. კანადელი ფეხბურთელით კი მადრიდის რეალია დაინტერესებული.
Sky Sport-ის ინფორმაციით დანიშვნიდან უმალვე ვენსან კომპანიმ ბავარიული გრანდის მესვეურებს სთხოვა კანადელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმებულიყვნენ. წყაროს ცნობით ბელგიელი სპეციალისტი თვლის, რომ ის შეძლებს ფეხბურთელის დახმარებას და ახალ დონეზე აიყვანს.
რეკორდმაისტერის დირექტორებს, კონკრეტულად კი მაქს ებერლის და კრისტოფ ფროიდს, ასევე სურთ ალფონსო დევისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება. აღსანიშნავია, რომ კანადელი ფეხბურთელის წარმომადგენლები რეკორდმაისტერთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გაცილებით პოზიტიურად უყურებენ, ვიდრე ადრე.
Sky Sport-ის ცნობით მხარეები გარკვეულ კომპრომისზე მიდიან დევისის ხელფასთან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაში თუ კანადელთან მაინც ვერ მოხდება მოლაპარაკება, რეკორდმაისტერის მესვეურებს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღების იმედი აქვთ.
თავის მხრივ მადრიდის რეალი ამ თანხის გადახდას არ აპირებს, მითუმეტეს, რომ გუნდში ფერლან მენდის სახით უკვე არის ერთი ძლიერი მარცხენა მცველი.