ჯამალ მუსიალას შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა

ჯამალ მუსიალა ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში მომავალ სეზონზე საუბრობს და ამბობს, რომ მიუნხენის ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება უნდა.

"მიუნხენის ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება? დიახ, ეს შესაძლებელია. არცერთი გუნდი არ არის დაუმარცხებელი. რეალი კილიან მბაპესთან ერთადაც კი. უშანსოდ ვართ თქო, რომ მეფიქრა მადრიდის რეალთან მოედანზე არ გავიდოდი. ჩვენ ის შემადგენლობა გვყავს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის ბრძოლა შეუძლია.

მინდა ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთო, რათა ჩემპიონის ტიტული მიუნხენში დაბრუნდეს, სასურველია ეს ყველაფერი 2025 წელს ფინალში ალიანს არენაზე მოხდეს. ამისთვის ერთმანეთთან კარგი ურთიერთგაგება უნდა გვქონდეს და ვენსან კომპანის იდეებსა და სისტემას შევეჩვიოთ.

ამ მომენტისთვის კი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ და წარმატების მიღწევა მსურს
", - ამბობს ჯამალ მუსიალა Bild-თან ინტერვიუში.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.