ლეროი სანე ვენსან კომპანის დანიშვნით კმაყოფილია
ლეროი სანე ცნობილ გერმანულ სპორტულ პორტალ Kicker-თან ინტერვიუში მიუნხენის ბაიერნში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვენსან კომპანის დანიშვნას ეხმიანება.
"როგორც ფეხბურთელი ის აბსოლუტური ლიდერი და იდეალური ხასიათის მქონე გახლდათ, ყოველთვის იყოლიებდა ფეხბურთელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვიფრთხილდებოდა და ყოველთვის მხარს გვიჭერდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ვენსან კომპანი ნაკისრ ვალდებულებებს თავს იდეალურად გაართმევს", - ლეროი სანეს სიტყვებს ციტირებს Kicker.
28 წლის შემტევი გარემარბი რეკორდმაისტერში თავის მომავალთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს: "ბოლო პერიოდში არაერთხელ მითქვამს, რომ მიუნხენის ბაიერნში თამაში ძალიან მომწონს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი და ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული, ჩემთვის ეროვნული ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია".