ჰერბერტ ჰაინერი: ეს შედეგი ჩვენთვის მიუღებელია
ჰერბერტ ჰაინერი მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ერთგვარ სეზონის შეჯამებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგი აბსოლუტურად მიუღებელია.
შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგა მესამე პოზიციაზე დაასრულა, ჩემპიონთა ლიგას კი 1/2 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
"სეზონმა ჩვენი იმედები არ გაამართლა, რადგან ვერ მივაღწიეთ იმ წარმატებას, რომელიც გვსურდა და ველოდით. ის ფაქტი, რომ ბაიერნი ასე ადრე დაემშვიდობა ბუნდესლიგის მოგების შანსს უბრალოდ მიუღებელია. გერმანიის თასიდან უცაბედი გამოვარდნაც სამწუხარო იყო.
რაც შეეხება ბუნდესლიგის ზედიზედ მოგებულ 11 ტიტულს, რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ არცერთი სერია არ გრძელდება სამუდამოდ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე უნდა დატოვო როგორც არის, პირიქით ამან შესაბამისი რეაქცია უნდა გამოიწვიოს.
დროის გარკვეულ მონაკვეთებში არავის მოსწონდა ჩვენი თამაში. ხარისხი არ შეესაბამებოდა მოლოდინს და სტაბილურობა გვაკლდა. სწორედ ამ რყევებმა ჩამოაყალიბეს სრული სეზონი.
სამომავლოდ მიუნხენის ბაიერნმა მოედანზე კვლავ უნდა დაიბრუნოს სტაბილურობა და დომინაცია", - ამბობს ჰერბერტ ჰაინერი.