ასან უედრაოგო ლაიპციგის ფეხბურთელია

ასან უედრაოგოს შეძენით მიუნხენის ბაიერნი იყო დაინტერესებული. Sportbuzzer-ის ცნობით რეკორდმაისტერის მესვეურები ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ახალგაზრდა ფეხბურთელი ლაიპციგმა გაიფორმა.

Sportbuzzer-ი იტყობინებოდა, რომ მიუნხენის ბაიერნის მესვეურები 18-წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს სთავაზობდნენ შალკეს. ამასთან ერთად, ფეხბურთელს 1 წლით შალკეში არენდით დარჩენის საშუალებას ჰპირდებოდა რეკორდმაისტერი.

აშკარაა, რომ რეკორდმაისტერმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. ლაიპციგის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ასან უედრაოგომ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ლაიპციგს 18 წლის ფეხბურთელი სულ რაღაც 10 მილიონი ევრო დაუჯდა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.