ტეო ერნანდესის ტრანსფერი სულ უფრო რეალურია

ტეო ერნანდესი დიდი ალბათობით მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი გახდება. ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca იტყობინება, რომ მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.

აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერის ღირსებას ოთხი წლის განმავლობაში ტეოს ძმა ლუკას ერნანდესი იცავდა. ამ უკანასკნელმა გასულ ზაფხულს დატოვა ბავარიული განდი და პარი სენ-ჟერმენში გადავიდა.

Marca-ს ინფორმაციით ტეო ერნანდესის მიუნხენის ბაიერნში პოტენციური ტრანსფერი ალფონსო დევისის გუნდიდან წასვლას უკავშირდება. კანადელ ფეხბურთელს რეკორდმაისტერთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი შეძენით მადრიდის რეალი ინტერესდება.

ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი ტეო ერნანდესის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობას 50%-ით აფასებს.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მილანის მაისურით ჯამში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტეო ერნანდესის ანგარიშზე 5 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.