ალექსანდრ პავლოვიჩმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ალექსანდრ პავლოვიჩთან მიუნხენის ბაიერნმა მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივა. 20 წლის გერმანელთან ახალი კონტრაქტი 2029 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.
"სამწუხაროდ ტონზილიტმა არ მომცა საშუალება ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, იმედგაცრუებული ვარ, თუმცა მიუნხენის ბაიერნთან 2029 წლამდე ხელშეკრულების გახანგრძლივებით გახარებული ვარ. კლუბი მენდობა ეს ამის მაჩვენებელია და სასიხარულოა, რომ ნდობას ვამართლებ", - ალექსანდრ პავლოვიჩის სიტყვებს ციტირებს რეკორდმაისტერის ოფიციალური ვებ-გვერდი.
გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ალექსანდ პავლოვიჩის მონაგარი 2 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.
ცნობილი სპორტული პორტალის Transfermarkt-ის მიხედვით ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს.