ფრენკი დე იონგი შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში ვიხილოთ
ფრენკი დე იონგი შესაძლოა კატალონიის ბარსელონადან წამოვიდეს. Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიელებმა ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში შესთავაზეს ნიდერლანდელ ნახევარმცველს ახალი ხელშეკრულება.
მიმდინარე კონტრაქტი 26 წლის ფეხბურთელს ესპანურ გრანდთან 2026 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. Diario Sport-ის ცნობით დე იონგს კატალონიელთა შემოთავაზებაზე შუალედური პოზიცია აქვს და პასუხს ჯერ-ჯერობით არ აფიქსირებს.
ამრიგად თუ 26 წლის ნახევარმცველი კატალონიის ბარსელონასთან მოქმედ ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, ესპანელები ნიდერლანდელის გაყიდვას შეეცდებიან. Diario Sport-ის ცნობით ყველაზე რეალური ვარიანტი მიუნხენის ბაიერნი და რამდენიმე პრემიერ ლიგის გუნდია.
transfermarkt 26 წლის ნახევარმცველის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერს 36%-იანი ალბათობით აფასებს. აღნიშნული პორტალის მიხედვით ფრენკი დე იონგის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს.