ბაიერნი ერიკ შუპო-მოტინგსა და ბუნა სარს დაემშვიდობა

ერიკ შუპო-მოტინგი და ბუნა სარი მიუნხენის ბაიერნს ტოვებენ. ამის შესახებ რეკორდმაისტერის კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

ფეხბურთელებთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩის დაწყებამდე შედგა. ვოლფბურგთან შეხვედრის დაწყებამდე ერიკ შუპო-მოტინგსი და ბუნა სარი გულშემატკივრებს დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი გერმანულ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებენ, რადგან მათი კონტრაქტები 2024 წლის ივნისში მთავრდება.

32-წლის ფრანგმა რეკორდმაისტერის მაისურით 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბუნა სარის ანგარიშზე 1 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

35-წლის კამერუნელი შუპო-მოტინგის მონაგარი კი 122 შეხვედრაში 38 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.