ფედერიკო კიეზას შეძენა ბაიერნს სურს
ფედერიკო კიეზამ შესაძლოა ტურინის იუვენტუსი დატოვოს. Sky Sport-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით იტალიელი გარემარბით მიუნხენის ბაიერნია დაინტერესებული.
წყაროს ცნობით ტურინელები მზად არიან ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი, რომელიც 2025 წლის ივნისის ბოლოს იწურება, გაუხანგრძლივონ. თავად ფრედერიკო ამ მომენტისთვის ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ტურნირის დასრულების შემდეგ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ 26-წლის იტალიელმა შესაძლოა ხელშეკრულება არ გაახანგრძლივოს და ტურინი დატოვოს. ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით ფრედერიკო კიეზას შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
კიეზას სავარაუდო ტრანსფერის ღირებულება 30-40 მილიონ ევროდ ფასდება.
გასულ სეზონში ფრედერიკო კიეზამ 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 26 წლის შემტევის მონაგარი 9 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.