კინგსლი კომანთან პარი სენ-ჟერმენმა მოლაპარაკებები გამართა
კინგსლი კომანი შესაძლოა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პარი სენ-ჟერმენში დაბრუნდეს, აღნიშნულ ინფორმაციას SKY-ს ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი აქვეყნებს სოციალურ ქსელ X-ზე.
წყაროს ინფორმაციით 28 წლის შემტევი გარემარბი პარიზელების იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლითაც ფრანგული გუნდი დაინტერესებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველი მოლაპარაკებები კინგსლი კომანის წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა.
თავის მხრივ მიუნხენის ბაიერნი მზადაა 28-წლის შემტევი გუნდიდან გაუშვას, თუ მის სანაცვლოდ კარგ წინადადებას მიიღებს. კინგსლი კომანის სატრანსფერო ღირებულება 40-50 მილიონ ევროდ ფასდება. ფრანგი ფეხბურთელი რეკორდმაისტერში წლირად 15 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს.
2023/24 წლების სეზონში კინგსლი კომანმა ბუნდესლიგაში ჯამში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 28-წლის შემტევის მონაგარი 3 გოლია.