იოზუა კიმიხი: რთული შეხვედრა იქნება
იოზუა კიმიხი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დაპირისპირებაზე საუბრობს. გერმანელი ფეხბურთელის თქმით რეკორდმაისტერს ინტერთან საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ელის, რადგან იტალიელები თავს ძალიან კარგად იცავენ.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნისა და ინტერის პირველი დაპირისპირება ხვალ 8 აპრილს ალიანც არენაზე თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
"რთული სათქმელია. მიმდინარე სეზონში ინტერის ბევრი შეხვედრა არ მინახავს. ვფიქრობ ისინი ტრადიციულად კარგად ითამაშებენ დაცვაში, რაც დასტურდება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაშიც. ინტერმა სულ ორი გოლი გაუშვა. საკმაოდ რთული შეხვედრა იქნება.
აუგსბურგმა უკანასკნელ შეხვედრებში ბევრი გოლი არ გაუშვა, თუმცა ჩვენ სამი ბურთის გატანა მაინც მოვახერხეთ. სანკტ პაულმაც ძალიან ცოტა გოლი გაუშვა, თუმცა მათაც სამი გავუტანეთ. ვიცით, რომ მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის დაცვას შეგვიძლია გავუტანოთ", - ამბობს იოზუა კიმიხი.