ტომას ტუხელი ამაღელვებელი მატჩის მოლოდინშია

ტომას ტუხელი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრასთან დაკავშირებით უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს და ამბობს, რომ ამაღელვებელი მატჩის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნსა და მადრიდის რეალს შორის პირველი დაპირისპირება ალიანს არენაზე ფრედ 2:2 დასრულდა. დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე კი სანტიაგო ბერნაბეუზე გაირკვევა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეორე ფინალისტი.

"ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა რამდენიმე ტალღად წარიმართება. იქნება სხვადასხვა მონაკვეთები. ზოგჯერ ორივე გუნდს მოუწევს მოთმინება. ორივე კლუბი კარგად თამაშობს ბურთით და ძლიერები არიან სწრაფ კონტრშეტევებზე. რთული მატჩი იქნება. საჭირო იქნება იღბალი და მომენტების კარგი რეალიზაცია", - ამბობს ტომას ტუხელი.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.