ტომას ტუხელი: დარჩენილი ორივე მატჩის მოგება გვსურს
ტომას ტუხელი ბუნდესლიგის რიგით 33-ე ტურის მატჩამდე სატურნირო ცხრილში შტუტგარტის გადასწრების შანსებს აფასებს და ამბობს, რომ გუნდი მიზნად დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგებას აპირებს.
"მაგალითად თომას მიულერი ხვალ თამაშისთვის მზად იქნება. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია მოედანზე სრულად დაიხარჯოს, როდესაც ის რეკორდმაისტერის ფორმას იცვამს. ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება გვსურს. კარგად ვიცით რის წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა. ბუნდესლიგაში დარჩენილი ორივე მატჩის მოგება გვსურს", - ამბობს ტომას ტუხელი.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ამ მომენტისთვის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. რეკორდმაისტერი შტუტგარტს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და რეზერვში 1 მატჩი აქვს.
შტუტგარტმა პარასკევს გასვლაზე აუგსბურგს სერუ გირასის გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით 0:1 სძლია და მორიგი სამი ქულა დააგროვა აქტივში. თავის მხრივ ტომას ტუხელის შეგირდები ხვალ ვოლფსბურგს უმასპინძლებენ.