თომას მიულერი შესაძლოა ცინცინატის ფეხბურთელი გახდეს
თომას მიულერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის ბაიერნს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია როგორც კლუბის ასევე ფეხბურთელის მხრიდან დადასტურდა. პრესაში კი უკვე რამდენიმე ვარიანტი დაიწერა, სადაც გერმანელმა ნახევარმცველმა შეიძლება გააგრძელოს კარიერა.
Daily Mail-ის ინფორმაციით თომას მიულერისთვის ბრძოლაში ამერიკული კლუბი ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტია. წყაროს ცნობით ცინცინატს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების პრიორიტეტული უფლება გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ ლოს ანჯელეს გალაქსიც გამოთქვამს გერმანელი ფეხბურთელის შეძენის სურვილს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს მიუნხენის ბაიერნთან პარტნიორობა აკავშირებს.
გალაქსის გარდა მსურველები სან-დიეგო და დალასია. მიუხედავად ამერიკიდან დიდი ინტერესისა სავარაუდოა, რომ თომას მიულერი შემოთავაზებებს ევროპიდან და საუდის არაბეთიდანაც მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ თომას მიულერი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს. Daily Mail-ის ინფორმაციით ფეხბურთელს რამდენიმე წლიანი კონტრაქტის მიღება სურს, რომლის სავარაუდო ხელფასიც 5-6 მილიონი დოლარი იქნება წელიწადში.