რეალი ალფონსო დევისის გადაწყვეტილებას ელოდება
ალფონსო დევისი მადრიდის რეალისთვის კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება. ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამეფო კლუბი კანადელი მცველის გადაწყვეტილებას ელოდება.
წყაროს ცნობით მადრიდელებს ფეხბურთელთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ელოდებიან სანამ ალფონსო დევისი და მიუნხენის ბაიერნი საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან სამომავლო გეგმებზე.
ალფონსო დევისი ამ მომენტისთვის მიუნხენის ბაიერნის მიერ ბოლოს გაკეთებულ წინადადებას განიხილავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირობების ფეხბურთელის სურვილებისგან საკმაოდ შორსაა. მეტიც Cadena SER-ის ინფორმაციით დევისმა მიუნხენელებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე უარი უთხრა.
თავის მხრივ მადრიდის რეალს არ სურს აღნიშნულ ტრანსფერში იმაზე მეტი გადაიხადოს, ვიდრე საბაზრო ღირებულებაა. მითუმეტეს, რომ შემდეგი სეზონის ბოლოს ალფონსო დევისი თავისუფალი აგენტის სტატუსით შესაძლოა უსასყიდლოდ გადავიდეს მადრიდში.
სამეფო კლუბში კანადელი ფეხბურთელისთვის 35-40 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ გეგმავენ. ესპანეთში აღნიშნულ ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებენ, თუმცა მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდებიან, თუ მიუნხენის ბაიერნი ფასსზე მოლაპარაკებებს დასთანხმდება.
ამასთან ერთად მადრიდის რეალს მიუნხენის ბაიერნთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. ბლანკოსი ეცდება იმავე ფორმულით იხელმძრვანელოს, რაც 2014 წელს ტონი კროოსის შემთხვევაში გამოიყენა.