თომას მიულერით ფენერბახჩეც ინტერესდება

თომას მიულერის გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, უკვე არაერთი ვარიანტი დაიწერა პრესაში, სადაც გერმანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა გააგრძელოს.

Sporx-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თურქული ფენერბახჩე 35-წლის გერმანელი ფეხბურთელის შეძენითაა დაინტერესებული. წყარო იტყობინება, რომ კლუბი მზადაა თომას მიულერს 1+1 კონტრაქტი შესთავაზოს.

ზაფხულში თურქული კლუბი შესაძლოა დუშან ტადიჩმა და ედინ ჯეკომ დატოვონ. Sporx-ის წერს, რომ აღნიშნული ფეხბურთელების სავარაუდო წასვლის გამო, ჟოზე მოურინიოს გამოცდილი ფეხბურთელის შეძენა სურს, რომელიც გუნდის ლიდერობას შეძლებს.

ცნობილი პორტალი transfermarkt თომას მიულერის ფენერბახჩეში ტრანსფერის ალბათობას ამ მომენტისთვის 14% აფასებს.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.