ჩაბი ალონსო: ეს დასასრული არ არის
ჩაბი ალონსო დარწმუნებულია, რომ ლევერკუზენის ბაიერს ჯერ კიდევ აქვს შანსი მიუნხენის ბაიერნთან არსებული ქულათა სხვაობა აღმოფხვრას. ამ მომენტისთვის ფარმაცევტები რეკორდმაისტერს 6 ქულით ჩამორჩებიან.
აღსანიშნავია, რომ ლევერკუზენმა შაბათს უნიონთან ფრედ 0:0 დაასრულა შეხვედრა. თავის მხრივ მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ კედლებში დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და ვენსან კომპანის გუნდიც 1 ქულას დასჯერდა.
"ჩვენ საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. გამარჯვება გვსურდა, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, წინ სვლა უნდა განვაგრძოთ - ჯერ კიდევ ხუთი შეხვედრა გვაქვს სათამაშო", - ამბობს ჩაბი ალონსო.
ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს ესტუმრება, ხოლო ლევერკუზენის ბაიერი ზტ. პაულს ეცდება სახლში წაართვას ქულები.