იულიან ნაგელსმანი ვენსან კომპანის დანიშვნას ეხმიანება
იულიან ნაგელსმანი, რომელიც ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს, მანამდე კი მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელი გახლდათ, რეკორდმაისტერში ვენსან კომპანის დანიშვნის ამბავს ეხმიანება.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა მომავალი მწვრთნელის პოსტზე, თუმცა რეკორდმაისტერის მესვეურებმა ვერცერთ კანდიდატთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
საუბარი იყო ჰანს-დიტერ ფლიკის ბაიერნში დაბრუნებაზეც, თუმცა გერმანელ სპეციალისტთანაც ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება.
საბოლოოდ მიუნხენის ბაიერნი ბარნლის მთავარ მწვრთნელს ვენსან კომპანის დაუკავშირდნენ და როგორც ჩანს ბელგიელი სპეციალისტი თანახმაა რეკორდმაისტერი ჩაიბაროს.
"კომპანის პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მას წარმატებას ვუსურვებ. მსმენია, რომ ის შესანიშნავი მწვრთნელია და დიდებულ სპეციალისტებთან მუშაობის დროს ბევრი რამ ისწავლა. ვფიქრობ მას ყველაფერი გამოუვა.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბაიერნი ახლა გარდამავალ პერიოდშია და ახლა ზუსტად ახალგაზრდა მწვრთნელის მოყვანის დროა - რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კლუბმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა", - იულიან ნაგელსმანის სიტყვებს ციტირებს Das Erste.