დინ ჰუისენი მიუნხენის ბაიერნის მთავარი სამიზნეა

დინ ჰუისენი, რომელიც ამ მომენტისთვის ბორნმუთის ღირსებას იცავს არაერთი გრანდის სატრანსფერო სამიზნეა. მიუნხენის ბაიერნი, ლივერპული, პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და ტოტენჰემი ესპანელი ფეხბურთელის შეძენის მთავარი პრეტედენტები არიან.

სპორტული გამოცემა Revalo-ს ინფორმაციით 20 წლის ცენტრალური მცველით მადრიდის რეალიცაა დაინტერესებული, თუმცა ჩამოთვლილი გუნდებიდან მთავარ კანდიდატად მიუნხენის ბაიერნი სახელდება.

აღსანიშნავია, რომ დინ ჰუისენის მოქმედ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 58 მილიონი ევროა მითითებული. ინგლისური კლუბები მზად არიან გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ, ხოლო თავად ფეხბურთელსაც ინგლისის პრემიერ ლიგაში სურს დარჩენა.

რეკორდმაისტერი თავის მხრივ ტრანსფერზე მუშაობს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდება 20-წლის ცენტრალური მცველის შეძენას. ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი დინ ჰუისენის ბავარიულ გრანდში ტრანსფერის ალბათობას ამ მომენტისთვის 35% აფასებს.

transfermarkt-ი 20-წლის ესპანელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 42 მილიონ ევროდ აფასებს. დინ ჰუისენს ბორნმუთთან მოქმედი კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.