ჯონათან ტას ტრანსფერი ბაიერნში შესაძლოა არ შედგეს
ჯონათან ტას მიმართ მიუნხენის ბაიერნის ინტერესი კვლავ აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელსაც სურს მიუნხენში გადაბარგება, თუმცა შესაძლოა ტრანსფერი მაინც არ განხორციელდეს.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის კრისტიან ფალკის ინფორმაციით ვენსან კომპანის გუნდის წარმომადგენლებს ლევერკუზენის ბაიერის მიერ მოთხოვნილი 40 მილიონი ევროს გადახდა არ სურთ.
აღსანიშნავია, რომ 28-წლის მცველს ფარმაცევტებთან ერთი წელი დარჩა კონტრაქტი. იმ შემთხვევაში კი თუ გერმანელი ლევერკუზენთან არ გაახანგრძლივებს მოქმედ კონტრაქტს, ჯონათან ტა 2025 წლის ივნისის ბოლოდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს უსასყიდლოდ ბაიერის დატოვებას.
ცნობისთვის გასულ წელს ჯონათან ტას კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი მოქმედებდა, რაც სულ რაღაც 18 მილიონ ევროს შეადგენდა. ამრიგად რეკორდმაისტერის მესვეურები მოთხოვნილი თანხის გადახდისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.