ჟოაო პალინიამ შესაძლოა მიუნხენის ბაიერნი დატოვოს
ჟოაო პალინია და მიუნხენის ბაიერნი შესაძლოა ერთმანეთს დაემშვიდობონ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პორტუგალიელი ნახევარმცველით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი გერმანული გრანდის რიგებში გასული წლის ზაფხულიდან ირიცხება. მიუნხენის ბაიერნის მესვეურებმა ფულემს ჟოაო პალინიას სანაცვლოდ 51 მილიონი ევრო გადაუხადეს.
პორტუგალიელ ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ის ინფორმაციით კი მისი მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ცხადია, რომ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა გერმანიაში დიდად ვერ გამოიჩინა თავი და პრესაშიც უკვე დაიწერა ინფორმაციები მის სავარაუდო წასვლასთან დაკავშირებით. სპორტული ჟურნალისტის კრისტიან ფალკის ინფორმაციით ჟოაო პალინიას შეძენით ვესტ-ჰემია დაინტერესებული და ფულემიც არ გამორიცხავს ფეხბურთელის უკან დაბრუნების ვარიანტს.
როგორც ირკვევა რეკორდმაისტერის მესვეურები მზად არიან სატრანსფერო შემოთავაზებებს მოუსმინონ. ცნობილი ხდება, რომ თავად ფეხბურთელს მიუნხენის ბაიერნში დარჩენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის უნდა ბრძოლა, თუმცა წასვლის ვარიანტსაც არ გამორიცხავს.
ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt ჟოაო პალინიას ვესტ-ჰემში სავარაუდო ტრანსფერის ალბათობას ამ მომენტისთვის 53% აფასებს.