ბაიერნი ხავი სიმონსის ვარიანტს კვლავ განიხილავს
ხავი სიმონსი მიუნხენის ბაიერნისთვის აქტუალურ თემად რჩება. ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეკორდმაისტერი ნიდერლანდელს ამ ან შემდეგ ზაფხულს შეიძენს.
იკრვევა, რომ ბავარიელთა სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი, 22-წლის ფეხბურთელში ფლორიან ვირცის შემცვლელს ხედავს. ამრიგად, თუ გერმანელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება მიუნხენის ბაიერნი ხავი სიმონსის ვარიანტს დაუბრუნდება და ნიდერლანდელს ან ამ ზაფხულს, ან მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ შეიძენს.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბაიერნის გარდა ხავი სიმონსით ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტდეია დაინტერესებული. 22-წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ლაიფციგთან 2025 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი ხავი სიმონსის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს.