სებასტიან კელი: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტოქედ ბაიერნი გვსურს
სებასტიან კელი, რომელიც ბოლოს როდესაც დორტმუნდის ბორუსია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 11 წლის შემდეგ 44-წლის ექს-ფეხბურთელი დორტმუნდის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს და რეკორდმაისტერთან რევანშის სურვილი აქვს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დორტმუნდელებმა საფრანგეთში პსჟ-ს დამარცხება მოახერხეს მინიმალური სხვაობით. ორი მატჩის ჯამში 2:0 დაფიქსირდა ტაბლოზე და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პირველი ფინალისტიც ბორუსია გახდა.
დღეს მიუნხენური კლუბი მადრიდს ეწვია სტუმრად და ფინალის საგზურის მოპოვებას ეცდება.
"ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოწინააღმდეგედ ბაიერნს ვისურვებდი. შეგრძნება მაქვს, რომ ბავარიელებთან ძველი ანგარიშები გვაქვს. კარი უნდა დავშალოთ (რომლის ძელსაც პსჟ-ს ფეხბურთელებმა ოთხჯერ მოარტყეს) და დორტმუნდში წავიღოთ. შესაძლოა ის კვლავ დაგვჭირდეს უემბლიზე. გასახდელში ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო: ხმამაღალი სიმღერა და სასმელი", - ამბობს სებასტიან კელი.