რუმენიგე ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის ბაიერნის შანსებს აფასებს

მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს წევრი კარლ-ჰაინც რუმენიგე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას ეხმიანება და რეკორდმაისტერის შანსებს აფასებს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პირველი შეხვედრა მიუნხენის ბაიერნსა და მადრიდის რეალს შორის ალიანს არენაზე ფრედ 2:2 დასრულდა. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად საპასუხო დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.

"ბერნაბეუზე გადარჩენა საკმაოდ რთულია, თუმცა შესაძლებელია. ეს ლაიპციგმა 1/8 ფინალურ ეტაპზე დაამტკიცა, ასევე ჩემმა მეგობარმა ხოსეპ გვარდიოლამაც დაამტკიცა, რომ მადრიდის რეალს საკუთარ კედლებში შეგიძლია პრობლემები შეუქმნა", - Madrid Zone ციტირებს კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალურ ეტაპზე სამეფო კლუბმა მანჩესტერ სიტის პენალტების სერიაში სძლია. 1/8 ფინალურ ეტაპზე კი კარლო ანჩელოტის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე ლაიპციგის დამარცხება ვერ მოახერხეს. გერმანულ კლუბს ესპანელებმა გასვლაზე მინიმალური სხვაობით 1:0 სძლიეს.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.