მატიას დე ლიხტი: ლაინსმენმა მომიბოდიშა
მატიას დე ლიხტი მადრიდის რეალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის მიწურულს მომხდარ მომენტზე აკეთებს კომენტარს. რეკორდმაისტერის ცენტრალური მცველის თქმით ხაზის მსაჯმა მას ბოდიში მოუხადა.
"თუ მატჩის ბოლო წამებზე ასეთი სასტვენი ისმის ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ნამდვილი სირცხვილი. არ ვიცი იყო თუ არა თამაშგარე, ეს შესაძლებელია შემოწმდეს, თუმცა შეიძლება ეს შემოწმების გარეშე დაინახო?
მეორე გოლის შემთხვევაშიც რიუდიგერი თამაშგარეშია. მსაჯს, რომ დროულად დაესტვინა არაფერი არ მოხდებოდა, საბოლოო ჯამში კი ეს გადამწყვეტი გოლი გამოდგა.
ხაზის მსაჯმა მითხრა: ბოდიშს გიხდი მე შეცდომა დავუშვი, თუმცა ამით რა შეიცვლება?
ბოლოს და ბოლოს მე იმ პიროვნებათა კატეგორიას არ განვეკუთნები, ვინც ყველაფერს მსაჯებს აბრალებს, რეალმა დაიმსახურა გამარჯვება, რადგან 2:1 მოიგო. თუ ეს სამართლიანია, მაშინ იყოს სამართლიანი, მორჩა და გათავდა, მეტი ამაზე არაფრის თქმა არ შემიძლია", - მატიას დე ლიხტის კომენტარი პირდაპირ ეთერში beIN Sports-მა შემოგვთავაზა.