მაქს ებერლი: ჩემთვის ეს ყველაფერი უცნაური და საეჭვოა
მაქს ებერლი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას მადრიდის რეალიწ წინააღმდეგ აფასებს. რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი მატჩის მიწურულს მატიას დე ლიხტის მომენტით გაკვირვებულია და მსაჯების გადაწყვეტილებას უცნაურსა და საეჭვოს უწოდებს.
"ასახსნელი არაფერია - ნოლი მთელი ნოლი მეათედი. რამდენი წელია ვარის სისტემა არსებობს? რამდენი წლისაა თამაშგარე მდგომარეობის წესები? ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან უცნაური და საეჭვოა.
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჩასტვინა, სწორედ ამიტომ ვიდეო-ასისტენს მომენტში ჩარევა არ შეეძლო - ეპიზოდი მეტოქის კართან იყო. მსაჯმა აღიარა, რომ ეს მისი შეცდომა იყო. ახლა ჩვენთვის უკვე სულ ერთია.
ლოგიკის მიხედვით ეს შეცდომაა. ჩვენ საფეხბურთო წესები არ გვჭირდება - ისედაც კარგად ვიცით რა ხდება. ეპიზოდი ბოლომდე არ გვათამაშეს - მომენტის ბოლომდე მიყვანა აუცილებელი იყო და შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის შემოწმება", - ამბობს რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი.