BeIN Sports: ნუსაირ მაზრაური თამაშგარეში არ იმყოფებოდა

ნუსაირ მაზრაური ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრის საპასუხო მატჩის მიწურულს თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ამის დამადასტურებელი სპეციალური გრაფიკული გამოსახულებაც ვიხილეთ BeIN Sports ეთერში.

BeIN Sports-ის მიერ მომზადებულ გრაფიკულ გამოსახულებაში, რომელიც შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამოსარკვევად იქნა მომზადებული ნათლად ჩანს, რომ ნუსაირ მაზრაური თამაშგარეში არ იმყოფება.

BeIN Sports: ნუსაირ მაზრაური თამაშგარეში არ იმყოფებოდა

აღნიშნული გრაფიკული გამოსახულებიდან ნათლად ჩანს, რომ შიმონ მარცინიაკის მსაჯთა ბრიგადამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რეკორდმაისტერს მომენტის დასრულებამდე თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა.

საჭირო იყო მომენტის ბოლომდე დასრულება და შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის ვიდეო-ასისტენტის მიერ გადამოწმება.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.