ნოიერსა და მიულერს ტომას ტუხელის დარჩენა სურთ
მანუელ ნოიერსა და თომას მიულერს სურთ, რომ მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელი დარჩეს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky-ს ჟურნალისტი კერი ჰაუ ავრცელებს სოციალურ ქსელებში.
წყაროს ინფორმაციით მანუელ ნოიერი და თომას მიულერი ცდილობენ კლუბის ხელმძღვანელობა დაარწმუნონ, რომ ტომას ტუხელი მთავარ მწვრთნელად დატოვონ.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი სპეციალისტის ასისტენტები, განსაკუთრებით კი ინგლისელი ენტონი ბერი, ძალიან პოპულარულნი არიან ფეხბურთელებში.
მიუნხენური გრანდის მესვეურებს უკვე ოფიციალურად გამოცხადებული აქვთ, რომ ტომას ტუხელი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ მომავალი მწვრთნელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატთან ჰანს-დიტერ ფლიკთან ამ დრომდე ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა. გავრცელებული ინფორმაციით მხარეები კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.