ჰანს-დიტერ ფლიკს ბაიერნი ორ-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
ჰანს-დიტერ ფლიკთან მიუნხენის ბაიერნი მოლაპარაკებებს განაგრძობს. Bild-ის ინსაიდერის, ნიკოლო სკირას, მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერის მესვეურები გერმანელ სპეციალისტს ორ-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებდა. 59 წლის სპეციალისტი ეროვნული ნაკრებიდან 2023 წელს წამოვიდა.
გერმანიის ნაკრებაბმდე ჰანს-დიტერ ფლიკი მიუნხენის ბაიერნს წვრთნიდა. გერმანელმა მწვრთნელმა რეკორდმაისტერთან ერთად ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა.
ამრიგად წყაროს ინფორმაციით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და სავარაუდოდ უმოკლეს პერიოდში გვეცოდინება მიუნხენის ბაიერნის ახალი მწვრთნელის ვინაობა.