Sky Sport: ჰამანი ჰარი კეინის ტრანსფერს აკრიტიკებს
მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი დიტმარ ჰამანი გამოცემა Sky Sport-თან მიცემულ ინტერვიუში ჰარი კეინის ტრანსფერს გამოეხმაურა.
“რამდენი ტიტულის მოპოვება შეძლეს? გასულ საფეხბურთო სეზონში, როდესაც მიუნხენის „ბაიერნი“ ჰარი კეინის გარეშე ასპარეზობდა, ეს გუნდი გაცილებით მეტს იტანდა ვიდრე ახლა ვუყურებთ. მას ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, მისი სატრანსფერო ღირებულბა კი 100 მილიონ ევროს აჭარბებს. შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ თუ თავდასხმაში მატიას ტელი ითამაშებდა, „ბაიერნის“ მდგომარეობა უარესი იქნებოდა? რა თქმა უნდა, კეინს ბრალს არ ვდებ.
როდესაც ჰოლანდი დორტმუნდს დაემშვიდობა, მაშინ ყველა იმაზე საუბრობდა, რომ „ბორუსია“ ჩამოიშლებოდა. მომავალ სენზონში კი მათ სულ ცოტა დააკლდათ ბუნდესლიგის ტიტულისათვის ბრძოლაში. გუნდი დატოვა ბელინგემა და გვესმოდა ასეთი ფრაზები „რა ეშველება გუნდს“ - ახლა კი ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვუყურებთ.
განვიხილოთ „არსენალთან“ დაპირისპირება. „ბაიერნმა“ კარგად ითამაშა, კეინი ძნელად შესამჩნევი იყო. იგივე სურათი დავინახეთ „რეალთან“ ორთაბრძოლაშიც. 80 წუთის შემდეგ კეინი მოედნიდან გავიდა, რადგან ზურგის ტკივილი აწუხებდა. სიმართლე გითხრათ არ მესმის ეს ყველაფერი. მე გამიმართლა, ხშირად ვასპარეზობდი ფინალურ ორთაბრძოლებში. უფრო ხშირად ნახევარფინალებში. არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ვინმე ათი წუთით ადრე ტოვებდეს მოედანს მსგავსი მიზეზით. იმ დროს როდესაც სულ 10 წუთი გაშორებს უეფას ჩემიპიონთა ლიგის ფინალს. ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მეორე მხრივ გუნდმა კეინის მრავალი მაისური გაყიდა. ეს ვარსკვლავური ტრანსფერი იყო. შეიძლება მსჯელობა ამ საკითხზე, მისი შეძენა შეცდომაა თუ არა.“ - ციტირებს დიტმარ ჰამანის სიტყვებს გამოცემა Sky Sport