ოლივერ გლასნერით მიუნხენის ბაიერნი ინტერესდებოდა

ოლივერ გლასნერი მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობის ინტერესის საგანი გახლდათ, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ს ავრცელებს.

ავსტრიელი სპეციალისტი ამჟამად კრისტალ პალასის დამრიგებელია, ხოლო მანამდე ფრანკფურტის აინტრახტს წვრთნიდა და შესაბამისად ბუნდესლიგაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

რეკორდმაისტერის მესვეურების დიდი ინტერესის მიუხედავად Sky Sports-ის ცნობით ავსტრიელი სპეციალისტი ინგლისური კლუბის დატოვებას და მიუნხენის ბაიერნთან მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს.

დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლივერ გლასნერი კმაყოფილია კრისტალ პალასში მუშაობით.

Sky Sports-ის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი ახლა უკვე მხოლოდ ჰანს-დიტერ ფლიკის დაბრუნებაზეა კონცენტრირებული და კლუბის მომავალ მწვრთნელად სწორედ მას განიხილავს.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.