მიუნხენის ბაიერნს რალფ რანგნიკმაც უარი უთხრა

გამომცემლობა Bayern&Germany-თან ინტერვიუში მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორი მაქს ებერლი ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

"თავისი ცხოვრებისთვის მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოო ჯამში ეს ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, რაც არის ეს არის. გზა უნდა გავაგრძელოთ. მიუნხენის ბაიერნში მისი ხილვით გახარებულები ვიქნებოდით. მან ავსტრიის ნაკრებში დარჩენა გადაწყვიტა. დაე იყოს ასე.

ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი, რომ როდესაც ერთი კარი იკეტება, იხსნება მეორე, რომელსაც არასდროს არ ელოდი. ჩვენ აუცილებლად ვიპოვით შესაფერის მწვრთნელს
", - Bayern&Germany ციტირებს მაქს ებერლის სიტყვებს.

შეგახსენებთ 2 მაისს რანგნიკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ავსტრიის ეროვნული ნაკრების დატოვებას მიუნხენის ბაიერნში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის სანაცვლოდ არ აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერი ჩაბი ალონსოს, იულიან ნაგელსმანის, რალფ რანგნიკითა და უნაი ემერით ინტერესდებოდნენ, თუმცა ყველა მათგანმა მიუნხენის ბაიერნი უარით გაისტუმრა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.