ხულიენ ლოპეტეგიმ რეკორდმაისტერს უარი უთხრა
გამოცემა Suddeutche Zeitung-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხულიენ ლოპეტეგიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ სპეციალისტს მიუნხენის ბაიერნი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეპატიჟებოდა, თუმცა ხულიენ ლოპეტეგიმ ბავარიული გრანდი უარით გაისტუმრა.
Suddeutche Zeitung-ს ინფორმაციით 57 წლის მწვრთნელის უარის მიზეზი "ვესტ ჰემის" ჩაბარების სურვილია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ ინგლისურ კლუბს ამჟამინდელი მწვრთნელი დეივიდ მოიესი დატოვებს.
ხულიენ ლოპეტეგი მილანის მთავარ მწვრთნელობასთანაც ახლოს იყო, თუმცა როსონერის გულშემატკივრების პროტესტისა და უკმაყოფილების გამო იტალიური კლუბის მესვეურებმა აღნიშნული ვარიანტი გადაიფიქრეს.