სერჟ გნაბრი: მიუნხენის ბაიერნს მეტის გატანა შეეძლო

ცნობილ ესპანურ სპორტულ გამოცემა as-თან საუბარში მიუნხენის ბაიერნის შემტევი გარემარბი სერჟ გნაბრი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერი მადრიდის რეალს მადრიდში 8 მაისს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ალიანს არენაზე ფრედ 2:2 დასრულდა.

სერჟ გნაბრის შეფასებით პირველ დაპირისპირებაში რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს ერთი-ორი გოლით მეტის გატანა შეეძლოთ:

"მომენტები, რომელსაც ვქმნით უნდა გამოვიყენოთ და თამაში მოვკლათ. პირველ შეხვედრაში მადრიდის რეალისთვის ერთი-ორი გოლით მეტის გატანა შეგვეძლო. შექმნილი მომენტების უკეთ გამოყენებაა აუცილებელი", - ამბობს 28 წლის შემტევი ნახევარმცველი.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.