ბუნდესლიგის ბოლო ტურს ბაიერნი დანაკლისით ხვდება

მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის ბოლო ტურში ჰოფენჰაიმს ესტუმრება. ტომას ტუხელი მატჩის წინა პრესს-კონფერენციაზე იმ ფეხბურთელებს ასახელებს, რომლებიც გუნდს გასვლით შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

"ჰარი კეინს პირადი ექიმი მკურნალობს. ინგლისელი ჩვენთან ერთად ვერ წამოვა. მადრიდშივე საეჭვო იყო მისი ბუნდესლიგის დარჩენილ ტურებში თამაში. სიტუაცია გაუარესდა. ლეროი სანე და ჯამალ მუსიალა ასევე გამოგვაკლდებიან.

ერიკ შუპო-მოტინგს გრიპი აქვს. კიმმა ვოლფსბურგთან მატჩში ტრავმა მიიღო. კინგსლი კომანი ყველაფერს აკეთებს, რათა ევრო-2024-ზე თამაში შეძლოს და შესაბამისად ისიც ვერ დაგვეხმარება.

საშა ბოე პირადი პრობლემების გამო აკლია გუნდს. რაფაელ გერეირუ და სერჟ გნაბრიც ტრავმირებულთა სიაში არიან"
, - ამბობს ტომას ტუხელი.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 34-ე ტურის მატჩი 18 მაისს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.