მიუნხენის ბაიერნს რაფაელ გერეირუ დააკლდება

მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხი შეხვედრაში გერმანულ გრანდს რაფაელ გერეირუ ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა ბუნდესლიგის 32-ე ტურში შტუტგარტის წინააღმდეგ მიიღო. აღნიშნული შეხვედრა რეკორდმაისტერმა ანგარიშით 1:3 დათმო.

ბავარიული კლუბის ოფიციალური კლუბის ინფორმაციით სამედიცინო შემოწმებისა და დიაგნოსტიკის შემდეგ გაირკვა, რომ რაფაელ გერეირუს ჯვარედინა მყესებისა და მუხლის პრობლემა აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას მიუნხენის ბაიერნი მადრიდის რეალთან ესპანეთში 8 მაისს გამართავს. სანტიაგო ბერნაბეუზე მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.