ვენსან კომპანისთან მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს
ვენსან კომპანისთან მიუნხენის ბაიერნის მესვეურები განაგრძობენ მოლაპარაკებებს, აღნიშნულ ინფორმაციას ახლა უკვე SKY-ს ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს ტვიტერზე.
SKY-ს ჟურნალისტის მტკიცებით მხარეებს შორის კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება.
აწ უკვე ბარნლის ყოფილი მთავარი მწვრთნელი რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელობის სასურველი კანდიდატია. ცნობილია, რომ ვენსან კომპანის დანიშვნას მიუნხენის ბაიერნიდან მაქს ებერლი და კრისტოფ ფროიდი უჭერენ მხარს.
ფლორიან პლეტენბერგის თქმით მიუნხენის ბაიერნში მოსწონთ 38-წლის სპეციალისტის გამბედაობა, რომ აღნიშნული გამოწვევის მისაღებად მზადაა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულ შედეგამდე არ მისულა მიმდინარე მოლაპარაკებები.