მიუნხენის ბაიერნმა ვენსან კომპანისთან მოლაპარაკებები დაიწყო

ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sky Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნმა ვენსან კომპანისთან მოლაპარაკებები დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერი ამ დრომდე განაგრძობს მთავარი მწვრთნელის ძიებას. Sky Sport-ის ცნობით მიუნხენელები ბელგიელ სპეციალისტს ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავენ.

წყარო იტყობინება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე შედგა. მიუნხენის ბაიერნში მიიჩნევენ, რომ ვენსან კომპანის მზარდი პოტენციალი გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ 38-წლის სპეციალისტი ბარნლის 2022 წლიდან წვრთნის. 2023/24 წლების სეზონში ვენსან კომპანის გუნდმა სატურნირო ცხრილის 19-ე პოზიცია დაიკავა და პრემიერ ლიგიდან გამოვარდა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.