ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში ვიხილოთ
Sky Sport-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ტვიტერზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის მესვეურები ნიდერლანდელი სპეციალისტის კანდიდატურას დაუბრუნდნენ.
ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას აქტიური მოლაპარაკებები ჰქონდა მანჩესტერ იუნაიტედში ერიკ ტენ ჰაგის წარმომადგენლებთან, თუმცა თავად ნიდერლანდელ სპეციალისტთან პირდაპირი კომუნიკაცია არ შემდგარა.
ჟურნალისტის ტვიტერის გვერდზე ვკითხულობთ, რომ ტენ ჰაგის მომავალი მანჩესტერ იუნაიტედში ამ დრომდე გაურკვეველია. ნიდერლანდელი ისურვებდა მოქმედი კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას, თუმცა თუ მიმდინარე სეზონის ბოლოს წითელი ეშმაკების დატოვება მოუწევს 54 წლის მწვრთნელი მზად იქნება მიუნხენის ბაიერნი ჩაიბაროს.